ფარცხანაყანევში მინი სტადიონის
შემოღობვა-რეაბილიტაციისთვის 31 ათას 468 ლარია გამოყოფილი. წყალტუბოს მინიციპალიტეტი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს SPA170006834 აცხადებს. სატენდერო წინადადებების მიღება 28 მაისს იწყება და 2 ივნისს მთავრდება.
სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე. აღნიშნულ ვადაში ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე.
რა სახის სამუშაოები უნდა გაკეთდეს კონკრეტულად შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის დანართში სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე.