ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა
საქართველოს თასის მფლობელი საკალათბურთო გუნდი “ქუთაისი 2010”-ის კალათბურთელებს და მწვრთნელებს უმასპინძლა.
,,ბიჭებმა შეძლეს და ეს თასი უკვე მეორედ მოიპოვეს. ძალიან მიხარია და მინდა ეს წარმატება მივულოცო ყველა იმ ადამიანს ვისი დაუღალავი შრომითაც ხდება ამ შედეგის მიღწევა და რათქმაუნდა გულშემატკივრებს ვუთხრა მადლობა. მიხარია, რომ ქუთაისს სპორტის უმეტესობა სახეობაში აქვს დიდი წარმატებები.”- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
“ქუთაისი 2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინე ტუღუშის თქმით საქართველოს თასის მოგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტიტულია მათი გუნდისთვის.
“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტიტული, საქართველოს თასი. ახლა ჯერი სუპერლიგის მოგებაზეა. თითოეული ჩვენგანი, გულშემატკივართან ერთად, ვიბრძოლებთ დავიცვათ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რომელიც წინა სეზონში მოვიგეთ,” – განაცხადა კონსტანტინე ტუღუშმა.
ქუთაისის გუნდმა თბილისის ,, დინამო” 86:77-ით დაამარცხა. “ქუთაისი 2010”-მა ქვეყნის თასი მეორედ მოიპოვა.