ქუთაისში კრივის საერთაშორისო ტურნირი
ჩატარდება. კრივში მსოფლიო ჩემპიონის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2, 3, 4 და 5 მაისს გაიმართება. ქუთაისის მერიამ სპორტული ღონისძიების ორგანიზებისათვის 10 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ,,მიმწოდებელი” ვალდებულია ტურნირის მონაწილეები უზრუნველყოს სასტუმრო მომსახურებითა (55 პირი 4 დღე) და კვებით დღეში სამჯერ. სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• სასტუმროს უნდა ჰქონდეს 3 ადგილიანი 19 ნომერი.
• ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა და კონდენცირება (24 საათი), სასტუმროში შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს უკაბელო ინტერნეტი არანაკლებ 1 მგ/წმ სასტუმროს ნებისმიერ წერტილში.
• ოთახებში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები, შესაბამისი რაოდენობის პირველადი ჰიგიენური პროდუქტები (საპონი, შამპუნი, დასაბანი გელი და სხვა) და თეთრეული;
• ფასების ცხრილში მითითებული ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და სასმელები – შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული. ასევე, არანაკლები მითითებული მოცულობისა.
• მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის დამხმარე პროდუქტებს, როგორიცაა: პური, შაქარი და სხვა.
• საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
• თითოეული პროდუქტის ულუფის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ საშუალო და დანართში მითითებულ მონაცემებს.
• დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება.
• ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება.
• ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული მენიუს შესაბამისად.
სატენდერო წინადადებების იწყება 12 აპრილს დაიწყო და 18 აპრილს მთავრდება.