ქუთაისში ეტალონი-სპორტსმენი გამოვლინდება.
მსოფლიო სპორტის დღესთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება მედია პროექტის ,,ეტალონი-სპორტსმენი” ინტელექტუალური შეჯიბრება. მასში მონაწილეობას ქუთაისელი ახალგაზრდა სპორტსმენები მიიღებენ. გამარჯვებულები და პრიზიორები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ,ეტალონი” სპორტული თემატიკით საქართველოში პირველად იმართება.
“ეტალონი” სპორტსმენებისათვის ქუთაისის ოპერის თეატრში ხვალ 15 საათზე დაიწყება.