ქუთაისში 20 წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენების
სავარჯიშო დარბაზისათვის სხვადასხვა ტიპის სპორტული ტრენაჟორების შესაძენად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ფიტნესის ტრენაჟორების, ჰანტელების/ორბირთულებისა და ჰანტელის ტიპის შტანგების შესაძენად 154 ათასი ლარია გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მირება 4 მარტს იწყება და 9 მარტს მტავრდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტული ინვენტარის შეძენა ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 20 მაისის ჩათვლით უნდა მოახერხოს.
შეგახსენებთ, რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასისთვის მოედანი ქუთაისში უნდა აშენდეს და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადეებენ, რომ ჩემპიონატისათის მშენებარე მოედნები მზად იქნება. გარდა ამისა შერჩეულია სავარჯიშო მოედნები. “ვფიქრობ, რომ ასეთი ერთიანობით არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის მაღალ დონეზე მასპინძლობას შევძლებთ. მსურს ასევე განმარტება გავაკეთო იმ პროექტის შესახებ, რომელიც მომავალში აუცილებლად განხორციელდება და ოცი ახალი სტადიონი აუცილებლად აშენდება, პირველ ეტაპზე 10, ხოლო შემდეგ მომდევნო 10 მოედანი შეემატება ჩვენს ინფრასტრუქტურას.
როგორც სამინისტროდან რადიოს “ძველი ქალაქი” აცნობეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შპს “საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი”, შპს “ოლიმპიკი” და შპს “თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია” უზრუნველყოფენ მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სათამაშო მოედნების კავშირისთვის იჯარით გადაცემას. ამ მოედნებს ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწრთვნელ/საშეჯიბრო პროცესის დროს გამოიყენებენ. შესაბამისი მემორანდუმი 14 თებერვალს გაფორმდა.