ქუთაისში სასკოლო სპორტული
ოლიმპიადა გაიმართება. ოლიმპიადის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცადებულია. სატენდერო პირობების მიხედვით ოლიმპიადის ორგანიზებისთვის საჭირო თანხა 7 000 ლარია . სატენდერო წინადადებების მიღება 7 თებერვლიდან იწყება და 9 თებერვალს მთავრდება.
ოლიმპიადა ქუთაისში გასულ წელსაც ჩატარდა. მასში ქუთაისის 40 სკოლის 1600-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
გათამაშება სპორტის 7 სახეობაში გაიმართა: 1.მინი-ფეხბურთი, 2.კალათბურთი(ვაჟები,გოგონები), 3.ფრენბურთი(ვაჟები,გოგონები), 4.ხელბურთი(ვაჟები,გოგონები) 5.მაგიდის ჩოგბურთი(ვაჟები,გოგონები), 6.კროსი(ვაჟები,გოგონები), 7.ბადმინტონი(ვაჟები,გოგონები).