ქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონების
– ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ,,ქუთაისი 2010″-ისა და თბილისის ,,არენის” გუნდები შეხვდნენ. გამარჯვებული ,,ქუთაისის 2010″გახდა,მათ ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო აკაკი ლომოური იყო. მან 18 ქულა დააგროვა. ხოლო მეტოქის გუნდში არენა საუკეთესო ალექსანდრე რიხლიუკი გახდა, რომელმაც 15 ქულის მოგროვება შეძლო.”თასი ბინას ქუთაისში კიდევ ერთხელ დაიდებს. იოლი გზა ნამდვილად არ გაგვივლია. ძალიან დიდი ბრძოლები გადავიტანეთ. კარგია, რომ გავიმარჯვეთ წინ უმნიშვნელოვანესი ტამაშები გველის”, – განაცხადა “ქუთაისი 2010”-ის მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.
ტურნირის გამარჯვებული “ქუთაისი 2010” მეორედ გახდა.