გულშემატკივრებმა “ყველა ვარსკვლავის” სასტარტო ხუთეულის

შერჩევა დაასრულეს. ხმის მიცემა თბილისის დროით 17 იანვარს, 08:59 საათზე შეწყდა. გულშემატკივრების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩუალიას 823 476 ხმა ჰქონდა და მეორე ადგილზეა.”ყველა ვარსკვლავის” მატჩში 2 მცველი და 3 ფორვარდი შეირჩევა, თუმცა წინა წლებისგან განხვავებით, ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულებს აგროვებს, დანარჩენ 50%-ს კი ასოციაციის კალათბურთელებისა და ჟურნალისტების ხმები (25-25%) გადაწყვეტს. NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩი 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება. 7-7 მოთამაშეს ვარსკვლავური გუნდების მთავარი მწვრთნელები თავად შეარჩევენ.
საბოლოო შედეგები 19 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *