ქუთაისის მერმა ,,ტორპედოს”
ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას უმასპინძლა.შოთა მურღულიამ მათ სეზონის წარმატებით დასრულება მიულოცა .
,, წელს ,,ტორპედომ” წარმატებით იასპარეზა. გახდა დავით ყიფიანის თასის მფლობელი და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. ეს დიდი გამარჯვებაა. ,, ტორპედო” არის ქუთაისის სავიზიტო ბარათი, ის არის ქალაქის და არა ერთი და ორი ადამიანის. მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ადმინისტრაციას და გულშემატკივრებს. მომდევნო სეზონი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს” აღნიშნა შოთა მურღულიამ.