2024 წლის 9 თებერვალს, არასამთავრობო სათემო ორგანიზაცია „რუბიკონი” პროექტის „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციართა პროფესიული განვითარება და დასაქმება” ფარგლებში შექმნილი, მრავალპროფილური სოციალური საწარმოს პრეზენტაციას და დასაქმებული ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობდა.

ღონისძიება ქუთაისში, სამხატვრო გალერეა „ვარლაში“ გაიმართა. გამოფენას პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, ფონდების, ჩანაცვლებითი თერაპიის სამსახურების წარმომადგენლები და მედია დაესწრო.

სოციალური საწარმო ორგანიზაცია „რუბიკონის“ ბაზაზე, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ მესამე მხარის ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა.

„რუბიკონის“ ხელმძღვანელი – ზაზა ქარჩხაძე სტუმრებს მიესალმა და სოციალურ საწარმოს საქმიანობასა და იქ დასაqმებული ბენეფიციარების შესახებ ისაუბრა.

 




როგორც სოციალური საწარმოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ბიბილეიშვილმა რადიო „ძველ ქალაქს“ უთხრა, საქმიანობა გასული წლის ზაფხულიდან დაიწყეს და უკვე გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. პროექტის ფარგლებში საწარმოს მხარდაჭერა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში  გაგრძელდება.

 

რეპორტაჟი მომზადებულია „რადიო ძველი ქალაქის“ მიერ  ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“-სთან თანამშრომლობით,  ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“.

მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „I (პირველი) ბლოკი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *