სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის საცხოვრებელ სახლზე უცნობმა პირებმა წარწერა გააკეთეს-“აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაც-ჯაშუში”
სამოქალაქო აქტივისტი ე.წ. “აგენტების შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
მესამე სექტორი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო და განსხვავებულ აზრს ამ ფორმით სჯის.