ქუთაისის მერიის განცხადებით, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დროებით იცვლება მოძრაობის წესები.
კერძოდ:
სრულად დაიკეტება თბილისის ქუჩა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის.
მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოსტავას და გელათის ქუჩების გავლით.
ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 26 მაისის ქუჩიდან- გელათის ქუჩის გავლით ცენტრალური მოედნისკენ.
იცვლება N19 ავტობუსის სვლაგეზი. M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ( N19) , თბილისის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს კოსტავას ქუჩის გავლით, 26 მაისისა და სოლომონ I -ის ქუჩების კვეთამდე , ხოლო ცენტრალურ მოედნამდე იმოძრავებს 26 მაისისა და გელათის ქუჩების გავლით.
შეზღუდვა იმოქმედებს 30 იანვრის 10:00 საათიდან 9 თებერვლამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *