ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მობინადრეები ობიექტის დაზიანების გამო დროებით სასტუმროში გადაიყვანეს.
სასტუმროში გადაყვანილია 12 ოჯახი. მიმდინარეობს სოციალური საცხოვრისის სახურავის შეკეთება.
,,ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავების აღდგენა. დაზარალებულ მოსახლეობას დაურიგდა გადასახური თუნუქი და ხის მასალა.
️ქარმა ფაქტობრივად სახურავის გარეშე დატოვა ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისის შენობა. გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში, დაზიანებული სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მაგრამ უამინდობის გამო დასრულება ვერ მოხერხდა.
იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ქუთაისში გაწვიმდა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
️როგორც კი დასრულდება სოციალური საცხოვრისის სახურავის შეკეთება, ბენეფიციარები კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილს,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.