ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქუთაისში.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქარმა ხეები მოგლიჯა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა, თუმცა დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
მერიის ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში” აცხადებენ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მინდინარეობს ზარალის დათვლა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ). საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
მათივე ინფორმაციით, 10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე დაიწევს.