ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე პურის მაღაზია “ელვა” გატეხეს.
ადგილზე არსებული კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ მაღაზია “ელვა” არასრულწლოვნებმა გატეხეს და 400 ლარამდე თანხა წაიღეს. ასევე, წაღებულია პური და ფუნთუშეული.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.