ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ.
მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
გარდაცვლილი ქართველო უკრაინაში 2014 წლიდან ცხოვრობდა და ომის დაწყების შემდეგ, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. ის 10 ოქტომბერს, გამთენიისას დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშისას დაიღუპა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ დრომდე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.