სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს მილიარდერთა ახალი ინდექსი.
500 უმდიდრეს ადამიანს შორის 400-ე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი.
Bloomberg-ის მონაცემებით, ამ წლის დასაწყისიდან ივანიშვილმა 600 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა. ამ დროისთვის მისი ქონება 5.45 მილიარდი დოლარია.
ბიძინა ივანიშვილს არაერთი წელია სასამართლო დავა აქვს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან, რომელსაც 1.27 მილიარდი დოლარის ზარალში ადანაშაულებს.