საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
გრიგოლ ნარსია წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში ცხოვრობს.
,,ჩემს ხელშია გაზრდილი. ვერ ვიფიქრებდი მას თუ გააკეთებდა. კინაღამ გავგიჟდი, როცა ეს ამბავი გავიგე. ცოტა ხნით საზღვარგარეთ იმყოფებოდა დედასთან და შემდეგ მალევე საქართველოში დაბრუნდა,’’-ამბობს გრიგოლ ნარსიას მეზობელი.
გრიგოლ ნარსიას ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული:
მუხლი 144 – მძევლად ხელში ჩაგდება;
მუხლი 236 – საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
მუხლი 323 – ტერორისტული აქტი;
მუხლი 329 – მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.
გრიგოლ ნარსია საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში 20 სექტემბერს შეიჭრა. Მან მძევლად 12 ადამიანი აიყვანა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 2 მილიონ ამერიკულ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვდა. Პოლიციამ ის მომხდარიდან 9 საათის შემდეგ დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა.