ქუთაისში საქართველოს ბანკს აყაჩაღებენ. image= თავდამსხმელი ბანკში, დაახლოებით, ერთი საათის წინ შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვს. ამ დრომდე თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი 12 ადამიანი.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ბანკში შეჭრის წინ გაისროლა.
რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა.
ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
,,ფულის გადასარიცხად მივდიოდი და არ შემიშვეს, მითხრეს, რომ თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა. ახლობელი მუშაობს ამ ბანკში, წნევები აქვს და მეშინია ცუდად არ გახდეს. დღისით, მზისით ადამიანმა რატომ უნდა გაბედოს ბანკში შესვლა?”-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.