ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
„ბავშვები გარეთ იყვნენ ეზოში, ამიტომ გადარჩნენ. დაშავებით არავინ დაშავებულა, მხოლოდ მინებია ჩამსხვრეული,“ –ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.