აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ორგანიზებით, ქუთაისში, გარემოსდაცვით საკითხებზე, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა.
განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების როლი გარემოს დაცვის საკითხში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებისთვის პირობების შესასრულებლად. ხაზი გაესვა ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობას.
გარდა ამისა, განიხილეს ,,წყლის კანონი’’, რომელიც შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, დახვეწას საჭიროებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც მდინარის გაყიდვის უფლებაზეა საუბარი.
,,შეხვედრაზე ითქვა, რომ დეკემბრამდე, ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ძალიან მცირე დრო გვაქვს. საჭიროა დიდი კონსოლიდაცია საზოგადოების და ორგანიზაციების, რომ ჩვენი წვლილი შევიტანიოთ ევროკავშირის მოთხოვნების რეალიზებაში და გადავდაგთ ნაბიჯი ევროპისკენ. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია თაობების ოცნებაც იყო და ახლა დგება ისტორიული მომენტი , როცა ამის სისრულეში მოსაყვანად ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ,’’-ამბობს მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრის” ხელმძღვანელი, ქეთევან ცხაკაია.
,,საუბრის უმნიშვნელოვანესი თემა ის 12-პუნქტიანი გეგმა იყო, რომელიც უნდა შვასრულოთ. ჩვენ, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ვაპირებთ ჩავერთოთ ამ გამოწვევაში, შევთავაზოთ ხელისუფლებას ჩვენი რეკომენდაციები. საჭირო, ასევე, ვიმუშავოთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე, გარემოს დაცვის და სხვა კუთხოთ,’’-ამბობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის კოორდინატორი, ნინო ჩხობაძე.