ყოველწლიურად ქუთაისს უამრავი ახალგაზრდა ტოვებს. მიგრაციის მიზეზი მხოლოდ სწავლა-განათლება არ არის,
უმეტესი მათგანი ცხოვრებასაც სხვა ქალაქებში, ან სხვა ქვეყნებში აგრძელებს და უკან აღარ ბრუნდება.
ახალგაზრდა რესურსების გადინება ქუთაისის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, ასევე, ქუთაისში ცხოვრობენ აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი ქალაქის მიმართ და ცდილობენ, რომ თავიანთი რესურსები მშობლიურ ქალაქს მოახმარონ. დღეს ასეთ ახალგაზრდებს გაგაცნობთ.
მოისმინეთ ჩვენი სიუჟეტი.