აჭარაში, სოფელ კაპნისთავში კანიონი ,,სოფო’’ გაიხსნა.

კანიონს სახელწოდება ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ გარდაცვლილი ოპერატორის, სოფო ბობოხიძის პატივსაცემად მისმა მეგობრებმა შეურჩიეს. გიორგი ენუქიძემ, რომელიც აჭარის ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა, ერთი წლის წინ, სოფო ბობოხიძის დაბადების დღეზე, მეგობრებთან და აჭარელ კანიონისტებთან ერთად აღნიშნული ტერიტორია დალაშქრა. წესის მიხედვით, ჯგუფს, რომელიც კანიონს  პირველი გაივლის, უფლება აქვს ადგილს სახელი შეურჩიოს. გიორგი ენუქიძემ გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად კანიონს ,,სოფო’’ უწოდა.

კანიონი აჭარის ტურისტულ მარშრუტთა სიაში ოფიციალურად წინა კვირაში შევიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, მისი გარდაცვლალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა. სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო. ის საზოგადოებრივ მაუწყებელში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი ადგილოვრივ საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელევიზიაში მუშაობდა.

alt

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *