ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მომხმარებელთა უკმაყოფილება მოჰყვა.

მგზავრები კომპანია “ვიზეარს” უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ავიარეისი რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ გაუქმდა, მიზეზად კი თვითმფრინავის გაუმართაობა დაუსახელეს.

მგზავრების თქმით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში ბავშვებთან და ასაკოვან ადამიანებთან ერთად იყვნენ და ყურადღება არც აეროპორტმა მიაქცია და არც კომპანიამ.

აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს თვითმფრინავის შემოწმება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *