უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა.
ამ დროისთის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან.
ქართველმა სამხედროებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება უკრაინის აღმოსავლეთში ოკუპანტებთან შეტაკებისას მიიღეს.
” ინტენსიური დაბომბვები იყო. მივიღეთ კანტუზია, დავიჭერით “ასკოლკებით”, ერთი გვყავს ტყვიით დაჭრილი. მინდა ბიჭებს მოკითხვა შევუთვალო აქედან, მინდა რომ გაძლიერდეთ, გამოჯანმრთელდეთ მალე და ისევ შევუტიოთ ოკუპანტებს”, მე პირადად მომხვდა “ასკოლკა” თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი “კანტუზია”,”-ამბობს ერთ-ერთი დაჭრილი მებრძოლი, ლადო გამსახურდია.
მისი თქმით, რუსულ მხარეს სერიოზული დანაკარგი აქვს.
,,შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენ გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემს მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: “ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ”, – ამბობს ლადო გამსახურდია.