რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა განახლდა.
იმერეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ,,სამართლიანი არჩევნების” ოფისში შეიკრიბნენ და განხორცილებულ და მიმდინარე აქტივობებზე, სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და მათ დაძლევის გზებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ამ ეტაპზე იმერეთში გარემოს დაცვისა და შრომითი უსაფრთხოების საკითხებში სერიოზული ხარვეზებია, რის მოგვარების გზებიც უნდა დაისახოს.
,,მზად ვართ შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელოთ. რამდენიმეთვიანი წყვეტა პანდემიისა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო გვქონდა. დღეს ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ორგანიზაციებმა ჩვენი პროექტები და სამომავლო გეგმები გავაცნოთ ერთმანეთს, არამედ ისიც, რომ ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ჩვენს როლზე ამ გამოწვევის დაძლევაში. ,,სამართლიანი არჩევნები” დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვგეგმავთ. მოგეხსენებათ დეზინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით ომის პერიოდს თან ახლავს ცრუ ინფორმაციის გავრცელება და იმისთვის, რომ ადამიანები ამ ყველაფრის მსხვერპლნი არ გახდნენ, საჭიროა მათთან სწორი კომუნიკაცია. Ჩვენ სხვადასხვა ჯგუფებს ვხვდებით, თუმცა განსაკუთრებულ აქცენტს 55 წელს ზევით ადამიანებზე ვაკეთებთ. ყველა საკითხში, რაშიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობა საჭირო იქნება, ვითანამშრომლებთ,’’-ამბობს ,,სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის ოფისის კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
,,ჩვენ ერთმანეთს მიმდინარე პროექტები გავაცანით. ასევე ვისაუბრეთ იმ გამომწვევბზე, რომელიც იმერეთში დგას. გარემოს დაცვის კუთხით ჩვენს რეგიონში პრობლემებია, განსაკუთრებული პრობლემა ამ კუთხით ზესტაფონში და ჭიათურაში შეინიშნება. ასევე გამოწვევად რჩება შრომითი უსაფრთხოების საკითხი, რაც ყველაზე ნათლად ტყიბულის შახტის მაგალითზე ჩანს,’’-ამბობს ახალგაზრდა იურისტთთა ასოციაციის წარმოამდგენელი ზაალ გორგიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრები ყოველთვიურად გაიმართება.