საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობა 39 926 ადამიანით შემცირდა.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 688 647 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო ერთი წლის წინ — 3 728 573 ადამიანი, შესაბამისად, ბოლო ერთ წელში საქართველოს მოსახლეობა 1,1%-ით არის შემცირებული.
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგიონების მიხედვით:
თბილისი — 1,2 მილიონი ადამიანი;
იმერეთი — 466,6 ათასი ადამიანი;
ქვემო ქართლი — 434,5 ათასი ადამიანი;
აჭარის ა.რ — 355,5 ათასი ადამიანი;
კახეთი — 304,9 ათასი ადამიანი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 301,2 ათასი ადამიანი;
შიდა ქართლი — 250,5 ათასი ადამიანი;
სამცხე-ჯავახეთი — 148,3 ათასი ადამიანი;
გურია — 105,3 ათასი ადამიანი;
მცხეთა-მთიანეთი — 92,4 ათასი ადამიანი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 27,6 ათასი ადამიანი.
ასევე, 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) .
კვლევის თანახმად, 2021 წელს ემიგრანტების რიცხვმა 99 974-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 34,6%-ით არის გაზრდილი. იმიგრანტების რაოდენობა კი 17,8%-ით გაიზარდა და 74 008 ადამიანი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82,5% და ემიგრანტების 88,6% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.