6 აპრილს ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ბუჩაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებენ და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
,,6 აპრილს, 20 საათიდან ყვავილებით და სანთლებით პატივს მივაგებთ პუტინის და რუსი ჯალათების მიერ ბუჩაში მოწყობილი გენოციდის დროს დაღუპულებს და სოლიდარობას გამოვუცხადებთ უკრაინელ ხალხს!”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც.