ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაო გაქურდეს.
წაღებულია მე-20 საუკუნის მოღვაწეების 10-მდე ბიუსტი.
,,ეს ადამიანები იყვნენ პიროვნებები, რომლებიც ქუთაისის ისტორიას წარმოადგენენ. გასაოცარია, რომ დირექციამ მომხდარი ვერ შენიშნა. ვეჭვობ, ეს არის კარგად დაგეგმილი და ხელშეწყობილი დანაშაული. პოლიციაში მეუბნებიან, რომ საქმეს გამოიძიებენ. მომხდართან დაკავშირებით პოსტი დავდე და მითხეს აიღე, რადგან ხელს გვიშლისო,”-ამბობს დაზარალებული მადლენ გიორგაძე.
რადიო ,,ძველი ქალაქი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს არკვევენ და ინფორმაციას უმოკლეს დროში მოგვაწვდიან.