ქუთაისში, რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად, რამდენიმე დღეა ტროტუარებზე გადაადგილება ჭირს.
მოყინული და გაუწმენდავი ტროტუარების გამო ქვეითებს მოძრაობა საავტომობილო გზებზე უწევთ, რაც მათ საფრთხეს უქმნით.
,,მოხუცი ქალი ვარ და გაუწმენდავ გზაზე წვალებით დავდივარ. ყინვაზე რომ არ წავიქცე, სამანქანო გზაზე ვმოძრაობ, რაც სარისკოა. შეიძლება მეც და რომელიმე მძღოლიც შარში გავეხვიოთ,’’-ამბობს გაპონოვის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
,,,გაჭირვებით დავდივართ გზაზე. ახალგაზრდები კიდევ ვახერხებთ გადაადგილებას და მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის ძალიან რთულია. ყოფილა შემთხვევა, როცა დამინახავს როგორ წაიქცა ადამიანი ტროტუარზე ყინვის გამო,’’-ამბობს ნიუპორტის ქუჩის მცხოვრები, თამარ ზაქარიაძე.
იგივე მდგომარეობაა ავტოქარხანაშიც.
,,რაც მახსოვს თოვლის შედეგად სულ ასეთი მდგომარეობაა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყინვაზე და გაუწმენდავ ტროტუარზე სიარული ძალიან საფრთხილოა,’’-ამბობს ავტოქარხნის მცხოვრები ციური ჯანჯღავა.
ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში’’ ამბობენ, რომ თავდაპირველად მთელი რესურსი ცენტრალური ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს მოხმარდა, რათა მოძრაობა არ შეფერხებულიყო. რაც შეეხება ტროტუარებს, მათი თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს მათი მარილით მოხრეშვა.
ავტომშენებლის ქუჩა