სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
ამ დროსითვის გაფიცულია სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელი. მათი მოთხოვნებია: ანაზღაურების გაზრდა 100%-მდე, რეგიონულ განყოფილებებსა და თბლისის ცენტრებში ერთი და იგივე პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების გათანაბრება, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაწეული ხარჯებს ანაზღაურება და დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურება. მოთხოვნები ასევე ეხება სააგენტოს ცენტრებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ზრდას, რათა არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება.
აქციას ქუთაისიდან სოციალური სააგენტოს ერთი, ხოლო იმერეთის მასშტაბით 35 თანამშრომელი უერთდება. ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტო.
ხელფასების ზრდის დაპირება სააგენტომ ჯერ კიდევ გუშინ, გაფიცვამდე ერთი დღით ადრე გასცა. დაპირების მიხედვით, სოციალური აგენტის ხელფასი 250 ლარიდან 400 ლარამდე გაიზრდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარიდან 700 ლარამდე. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ, რაზეც სოც. მუშაკები უარ სდ აცხადებენ და ღირსულ შრომით პირობებს ითხოვენ.