სანაგვე ურნების არარსებობა და ქუჩაში დაყრილი ნარჩენები

-ეს 21-ე საუკუნის ქუთაისის რეალობაა. ქალაქში არსებული ქუჩების 60% ე.წ ზარის რეჟიმის მომსახურებაზეა დამოკიდებული. ავტოქარხნის დაახლებაში, ე.წ გორის ნაწილში, ურნების არარსებობის გამო ნაგვის მანქანა კვირაში ერთხელ დადის, რაც ადგილობრივების თქმით, დასახლებაში ანტისანიტარიას ქმნის.

,,ნარჩენებს კვირიდან კვირამდე ვაგროვებთ და პარასკევ დღეს ჭიშკარზე ვკიდებთ. ზოგჯერ ნაგვის მანქანა აგვიანებს და ნარჩენებს ძაღლები ჩიჩქნიან. ხანდახან ისეთი მდგომარეობაა, ვერ გაივლი, ზაფხულში სუნიც გვაწუხებს. 21-ე საუკუნეში ეს კატასტროფაა,’’-ამბობს ადგილობრივი მკვიდრი მერი სვანაძე.

,,ელემენტარულია, რომ ურნა დადგან. ნაგვის მანქანა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე დადის, ჩიხებში არ შედის, არადა იქ უამრავი ადამიანი ცხოვრობს. ცენტრალურ ქუჩაზე მაინც დაგვიდგან ერთი ურნა,’’-ამბობს ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები ივანე გოდერიძე.

ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში’’ ამბობენ, რომ ურნების განლაგების და რაოდენობის წესს თავად არ წყვეტენ და აღნიშნულ პრობლემაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ, რათა მოხდეს საკითხის შესწავლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *