ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში სავარაუდოდ, რკინის საამქრო ჩამოინგრა.

 რკინის საამქროს ჩამონგრევის მიზეზი  სავარაუდოდ, თოვლის მასა გახდა.
 
 ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
 
 უბედური შემთხვევის დროს ადგილზე 10-მდე ადამიანი იყო.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
