ქუთაისში, ქალაქის კულტურის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მაუწყებლობის, რეკლამის და მარკეტინგის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათ დაძლევის გზებზე იმსჯელეს. მწირი ეკონომიკა, საზოგადოების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება, პრეს-სამსახურებთან ეფექტური კომუნიკაციის პრობლემა, კონკრეტული კომპანიების არასტაბილური ეკონომიკა, რის გამოც მედიასაშუალებებთან რეკლამების დაკვეთა გრძელვადიან პერსექტივაში რთულდება-ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც მედიის წარმოამდგენლებმა გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრას Creative Solution-ის დირექტორი და ქუთაისის მერიის თანააპლიკანტი ზვიად მჭედლიშვილი უძღვებოდა.
,,შეხვედრის მიზანი იყო დაგვეფიქსირებინა ის რეალობა, რაც დღეს ქუთაისში ამ სექტორებთან დაკავშირებით დგას ანუ გავაკეთეთ კონკრეტული სიტუაციის, კონკრეტული გამოწვევების ანალიზი. ამ ანალიზის საფუძველზე არსებულ რეალობას ჩვენ პრობლემური ხის მეთოდით დავამუშავებთ, ეს პრობლემები უნდა გადავიყვანოთ ამოცვანებში, დავსახოთ ამოცანების მიღწევის გზები, მეთოდოლოგია, განვსაზღვროთ ინდიკატორები ამის გადასამოწმებლად და საბოლოო ჯამში განვსაზღვროთ პერიოდი, როცა ესა თუ ის აქტივობა იქნება განხორციელებული,’’-ამბობს ზვიად მჭედლიშვილი.
შეხვედრები სულ 12 სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლებთან გაიმართება, რომელის შემდეგ კულტურის სტრატეგია შემუშავდება. კულტურის სტრატეგიის საფუძველზე ქალაქის მერია კულტურის პოლიტიკას წარმოადგენს.