საქართველოში ახალი შტამის ე.წ ომიკრონის გამოჩენას ელოდებიან.
Რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერის დევი ტაბიძის განმარტებით ომიკრონი, სავარაუდოდ, სამი კვირის შემდეგ გამოჩნდება და სწრაფად გავრცელდება.
,,ეს სწრაფად გავრცელებადი ვირუსია. ჯერ ერთადერთი სასიხარულო არის ის, რომ ამ ყველაფერს გარდაცვალება არ მოჰყოლია. „ომიკრონი“ 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან „ომიკრონი“ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, „პისიარ“ ტესტი მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის,’’-ამბობს დევი ტაბიძე.
მისივე თქმით, ომიკრონს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი დაღლილობის შეგრძნება ახასიათებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სტამი ძალიან ძლიერია.
დევი ტაბიძის ინფორმაციით, ასევე ძალიან რთული იქნება დელტა შტამისა და ომიკრონის თანხვედრა და თუ დელტა შტამით ინფოცირებულს ომიკრონის ვირუსი დაემატება ეს მის მდგომარეობას მნიშვნელოვნად დაამძიმებს.
,,ერთადერთი გზა მისგან თავის ასაცილებლად, გვაქვს საზღვრების გაკონტროლება და გადმოკვეთამდე ის საკარანტინო ვადა, რომელიც დაიცავს ამ პერიოდებში მოსახლეობას. დანარჩენი, ჩვენ რეალური, ჩაკეტვის, გადაკეტვის და გადარაზვის საშუალება არ გვაქვს,”-ამბობს დევი ტაბიძე.