ტყიბულში მაშველებმა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშა გარდაცვლილი იპოვეს.
მაშველებმა ცხედარი გუშინ, საღამოს ამოასვენეს კარიერიდან და ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
მეორე მოქალაქე, რომელიც მაშველებმა კონტაქტურ მდგომარეობაში იპოვეს, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გუშინ, 27 ნოემბერს ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ კერძო შახტაში, გამაგრებითი სამუშაოების დროს ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა.
პროფკავშირის გაერთიანების ცნობით, ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ქონდათ აკრძალული, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. ტყიბულში მობილიზებულები იყვნენ ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.
შსს-ში განმომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.