ქუთაისში 37 საბავშვო ბაღიდან 15-ში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

საბავშვო ბაღებში ორი კვირით სწავლის შეწყვეტის მიზეზი პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირებაა.

ამავე მიზეზითაა შეწყვეტილი სასწავლო პროცესი ქუთაისის სამ სკოლაში.

ქალაქის მასშტაბით კი, 38 სკოლის 50 კლასი დისტანციური რეჟიმზე არიან გადასული.

18 ოქტომბრის მდგომარეობით, იმერეთში  474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ვირუსის მეხუთე ტალღის გავრცელება ოფიციალურად არის გამოცხადებული. 

რაც შეეხება რეგულაციებს, დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები – საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *