ურბანისტები სამშენებლო რეგულაციების კონტროლისა და მონიტორინგის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ უფრო მეტად დაგვანახა, რომ ქვეყანაში მშენებლობის საკითხი პრობლემის წინაშე დგას. მათი განმარტებით, საჭიროა კონტროლისა და მონიტორინგის გამკაცრება.
“ბევრი რამ რასაც ვიმკით დღეს, ეს არის 2000-იანი წლების ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის შედეგი, რომელმაც მათ შორის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის დასუსტება გამოიწვია. ძალიან მნიშნველოვანია რომ არსებობდეს დოკუმენტი, რომელსაც საბინაო პოლიტიკა ეწოდება, ანუ გარკვეული სტრატეგია საცხოვრისთან დაკავშირებით, რომელიც აღწერს მდგომარეობას. ამას ებმის შემდგომ ის კანონმდებლობა, რომელიც აგრეთვე დასახვეწია და არ არის სრულყოფილი,” – განაცხადა “სითი ინსტიტუტი საქართველოს” გენერალური დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ.