ქუთაისის მერია სოლიდარობის ნიშნად, ბათუმში ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში თანხას გადარიცხავს.

მერიის განცხადებით, ოქტომბრის თვეში დაგეგმილ კულტურული ღონისძიებებისთვის განსაზღვრული თანხა – 35 000 ლარი ბათუმის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ქალაქის მერიამ გუშინ, 1 ოქტომბერს გაავრცელა:

“ქუთაისის მერია, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ვიზიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც ბათუმი და სრულიად საქართველო განიცდის.
სოლიდარობის ნიშნად , ქუთაისის მერია ოქტომბერში დაგეგმილ 4 კულტურულ ღონისძიებას აუქმებს. თანხა, რომელიც ამ აქტივობებისთვის იყო გამოყოფილი, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.”

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *