8 სექტემბერს, ქუთაისში, წყლის, ელექტრონერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტების ნაწილისთვის შეეზღუდული იქნება.

ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდება: ახალგაზრდობის, წერეთლისა და კლდიაშვილის ქუჩების ნაწილს  დილის 11 საათიდან 18:00 საათამდე.; ბუკიასა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩებს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე.  ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად ახალი ბოძების მონტაჟი და სატრანსფორმატორო ჯიხურების პროფილაქტიკა დასახელდა.

8 სექტემბერს ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს წყალიც შეუწყდება.

“ბესიკის 17-23-25-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელის ჩატეხილი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების გამო 8 სექტემბრის 07:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალი შეუწყდება გამარჯვებისა და ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს. დაახლოებით, 10 000 აბონენტს” – აცხადებენ კომპანიაში.

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ, ასევე შეეზღუდება გაზის მიწოდებაც.

“სოკარ ჯორჯია გაზი” აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის შეწყვეტა   პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება, რათა ზამთარში ქუთაისს გაზმომარაგება არ შეუწყდეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება აღნიშნულ ქუჩებს 9 სექტემბრის დღის ბოლომდე აღუდგებათ.
კომპანიის  წარმომადგენლის ინფორმაციით, ბუნებრივი აირი შეუწყდება ბუხაიძის მასივში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის ჭონქაძისა და ვაჟა-ფშაველას ბოლო მონაკვეთში მცხოვრებლებს, ასევე, ირაკლი აბაშიძისა და შარტავას ქუჩებს, ჯამში 4 200-მდე აბონენტს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *