ქუთაისში, წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე, image= უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ქეთო ძოწენიძე ერთ-ერთია დაზარალებულებს შორის.
,,ხედავთ რა მდგომარეობაა ჩემს ეზოში, აქ გავლა შეუძლებელია. ალბათ ნავი დაგჭირდებათ,”-ამბობს ქეთო ძოწენიძე.

გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად, წყალი შევიდა ფოთის ქუჩაზე, ნინო თუთისანის საცხოვრებელ სახლში, რის მიზეზიც ქუჩაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სამუშაოს შედეგად კანალიზაციის ჩაკეტვა გახდა. 

,,ძველი კანალიზაცია ჩაკეტეს და წყალს ვეღარ ატარებდა. წყალი სახლში შემოვიდა, ყველაფერი წყალში იყო. დღეს არხი გახსნეს, თორემ ალბათ, წყალი წაგვიღებდა,”-ამბობს ნინო თუთისანი.

უხვმა ნალექმა პრობლემები იმ ადამიანებსაც შეუქმნა,  რომლებსაც დღეს წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე ავტომობილით უწევდათ გადაადგილება. გადათხრილი ქუჩებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო რამდენიმე ავტომობილი ორმოში ჩავარდა და დაზიანდა. დაზარალებულებს შორისაა მირიან ლომიძეც.

,,გზაზე არანაირი ნიშანი არ იყო, ამის გამო მანქანა გავაფუჭე, ახლა არ ვიცი ვის მივმართო,”-ამბობს მირიან ლომიძე.
წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წელია მიმდინარეობს. მოსახლეობა შესრულებული სამუშაოს ხარისხითაც უკმაყოფილოა.

,,ბარდიული ისე ოღრო-ჩოღროდ აქვთ გაკეთებული, ვერ იტყვით, რომ კვალიფიციური მუშახელი აკეთებს. საკმარისია ძლიერი წვიმა და ყვე
წვიმა და ყველაფერი აიყრება,”-ამბობს ქუთაისელი შალვა კამლაძე.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ გზაზე გამაფრთხილებელი ნიშნები დგას, მაგრამ მძღოლები წესებს არ ემორჩილებიან.

“ქუჩის ამ მონაკვეთებზე დგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მოძრაობის შემზღუდავი ლენტებიცაა განთავსებული. თუმცა, ცალკეული მძღოლები არ ემორჩილებიან შეზღუდვებს და თვითნებურად არღვევენ ამკრძალავ მიჯნებს. დღეს გავრცელებულ კადრებზე სწორედ ასეთი დარღვევების შედეგად გამოწვეული შემთხვევებია ასახული“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *