კომპანია “სოკარ ჯორჯიას” განცხადებით მიმდინარე წლის 1 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან 2 სექტემბრის საღამოს 18:00 საათამდე ქუთაისში რიგ ქუჩებს გაზის მიწოდება შეეზღუდება.
აღნიშნული ქუჩებია: არაყიშვილის N 5, 8, 10, 12, 15, 16ა,
ბუხაიძის ქუჩას თავისი შესახვევითა და მიკრორაიონით, ზ. გამსახურდიას N 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 24, 26, 28, 30,
ირ. აბაშიძის N 1, 2, 3, 3ა, 3ბ, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 10ა, 10-1, 11, 12, 14,
ირ. აბაშიძის II ჩიხს, II შესახვევის 7, ჟიული შარტავას კენტ ნომრებს, ჟიული შარტავას I, III, შესახვევებს, ჟიული შარტავას 2-38ბ-ს, ჯავახიშვილის ლუწ ნომრებს N 14-დან ბოლომდე, კენტ ნომრებს N 23-დან N 83-ის ჩათვლით, ჯავახიშვილის I, II შესახვევებს, I, III, V ჩიხებს, ბარნოვის ქუჩის N 54, 56, 58, 60-დან ბოლომდე, გრიბოედოვის ქუჩის N 27, 35, 41, 53, გრიბოედოვის II და IV შესახვევებს, ვაჟა ფშაველას კენტ ნომრებს N75-დან ბოლომდე, ლუწ ნომრებს N 132-დან ბოლომდე, ვაჟა-ფშაველას VIII შესახვევს, მიქელაძე-მეველეს, ჭონქაძის ქუჩებს შესახვევებით, ნიკოლაძის ქუჩას N 27-დან ბოლომდე, ნიკოლაძის IV ჩიხს, იოანე პეტრიწის ქუჩის N 52, 54, 58, 60, 62, 66-დან ბოლომდე შეუწყდება გაზმომარაგება.
გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 2 სექტემბრის 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ დღის ბოლომდე.
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები.