ქუთაისში 21 წლის ორსული
გარდაიცვალა. შემთხვევა კლინიკა “ბომონდში” მოხდა.
კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 20 ივნისს მეუღლემ მიიყვანა და ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმებმა ახალშობილის გადარჩენა შეძლეს და ახლა ის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. გარდაცვალება გუშინ საღამოს დაფიქსირდა.
კლინიკაში სხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, საკეისრო კვეთით გარდაცვალებასთან დაკავშირებით უარყოფენ. ამბობენ, რომ 21 წლის სოფო კვარაცხელია წარსულში ეტლით მოსარგებლე იყო. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ეტლის გარეშე გადაადგილება შეძლო, თუმცა, მისი ორსულობა რისკებთან იყო დაკავშირებული, რაც მათი თქმით, ოჯახმა იცოდა.
გარდაცვლილის ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს.
საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.