ჭიათურაში, “გედების ტბაზე” მომხდარ სავარაუდო
ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა. მხოლოდ ერთი გედის გადარჩენა მოხერხდა.
“50 წლის განმავლობაში, “გედების ტბაზე” მსგავსი რამ არ მომხდარა და სავარაუდოდ, საქმე გვაქვს შეგნებულ ვანდალიზმთან, რასაც სამართალდამცველები დაადგენენ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდართან დაკავშირებით, მერის დავალებით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახური და სიმართლის დასადგენად ყველაფერი გაკეთდება. დაშავებულ გედს კი ვეტერინარი უკვე მეთვალყურეობს,”-აცხადებნ ჭიათურის მერიაში.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.