პოლიციამ ნამოხვანჰესის მშენებლობის
წინააღმდეგ გამართულ აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავა. Პოლიციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
Რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. Ხეობის “მცველების” ინფორმაციით, დღეს პოლიციის კორდონის საშუალებით ხეობაში საწვავი შეიტანეს.
Აქტივისტები ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.