სოფელ ნამოხვანში, მდინარე
რიონში საძიებო სამუშაოები გრძელდება. Პროცესში დამატებითი ძალა ჩაერთო. სამუშაოებში ჩართულია ჯგუფი თბილისიდან 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.
შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.
Შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ მოხდა. 30 წლამდე კაცი რიონში შევიდა და წყალმა გაიტაცა.