ქუთაისში 10 დამწყებ მეწარმე ქალს ბიზნესისთვის საჭირო ინვენტარი და აქსესუარები გადაეცა.

იდეის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია ინდო-ქართული საბჭოა. ღონისძიება ქალათა გაძლიერების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანს მეწარმე ქალების მხარდაჭერა წარმოადგენს.

 

,,ქალები წარმოადგენენ მომავალს მთელს მსოფლიოში. მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ მათ წამოწყებებს. პანდემიის პირობებში ბევრი ქალმა თავისი ბიზნესის საჭიროებისამებრ წარმართვა ვერ შეძლო, ამიტომ ჩვენ მცირე საჩუქრებით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ,’’-ამბობს ინდო-ქართული საბჭოს დამფუძნებელი, შივამ შარმა.

მეგი კაკაბაძე ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც დღეს ორგანიზაციისგან საჩუქრები მიიღეს. უკვე ერთი წელია ხელნაკეთი ნივთების წარმოებით არის დაკავებული, მაგრამ, როგორც ამბობს, პანდემიის პირობებში პროდუქციის რეალიზება გაუჭირდა. ორგანიზაცია მას ბიზნესისთვის საჭირო აქსესუარებით დაეხმარა.

,,ძალიან დროული და საჭირო დახმარება მივიღე. მეძლევა საშუალება ჩემი ბიზნესი უკეთ წარვმართო და მომხმარებელს ახალ-ახალი აქსესუარები შევთავაზო,’’-ამბობს მეგი კაკაბაძე.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ქალთა გაძლიერების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *