149-ე ღამე გათენდა, რაც რიონის ხეობის მოსახლეობა
multicat=36 კარვებში უწყვეტ პროტესტს აგრძელებს. რიონის ხეობის “მცველების” მოთხოვნები უცვლელია, რომ კომპანია “ენკამ” ტერიტორია დატოვოს და შეწყდეს ჰესის მშენებლობა. ასევე, გაუქმდეს განკარგულება, რომლითაც კომპანიას ტერიტორია გადაეცა და ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყველა სამშენებლო ნებართვა. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ისინი კომპანიას სამუშაოების განახლების უფლებას არ მისცემენ, ხოლო მათი შემდგომი ნაბიჯები ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
“ველოდებით მათ ნაბიჯებს. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ამ შემთხვევაში თბილისში აუცილებლად გავმართავთ აქციას,”-განაცახდა ადგილობრივმა, ვარლამ გოლეთიანმა.
რიონის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. დაიტბორება ხეობა, სახნავ-სათესი მიწები, სახლები, შეიცვლება კლიმატი. ავარიის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება ქუთაისსაც.