ქუთაისში 1000 მშობლის მარში გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ. მათი თქმით, სახელმწიფო ძალადობის ფაქტების აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს, რის გამოც ქალებს საფრთხის ქვეშ ცხოვრება უწევთ.
,, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მესამე კაცი და მეოთხე ქალი თვლის, რომ კაცს აქვს ცოლის ცემის უფლება, თუ ქალი ამას იმსახურებს. ეს არის აზროვნების სიმწირე, ამის გამო ქალები იჩაგრებიან. სწორედ ამის გამო ხდება ამდენი ძალადობა ქალებზე. საჭიროა კანონი იცავდეს ქალთ უფლებას, კანონში ჩაიწეროს ის მუხლები, რაც ქალებს სექსუალური და სხვა სახის ძალადობისა დაიცავს, ” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, აკაკი საღინაძე.
,, იმისთვის, რომ ძალადობის ფაქტები შემცირდეს, საჭიროა ერთის მხრივ, შესაბამისი კანონმდებლობა და მეორეს მხრივ, სექსუალური განათლების დანერგვა. კანონში არ არის გაწერილი მუხლები რა ითვლება სექსუალურ ძალადიბად, რომელი წლიდან ითვლება სექსუალურ ძალადიბად და ა. შ. ეს უნდა გაიწეროს სასწრაფოდ. აუცილებელია არამარტო არაფორმალურ, არამედ სასკოლო დონზეც დაინერგოს სექსუალური განათლება. ეს გულისხმობს იმას, რომ გოგონებს მიეწოდოთ ინფორმაცია მათი სხეულის, გარდატეხის ასაკის თავისებურებების, მათი უფლებების შესახებ. იმის შესახებ რომ არავის აქვს უფლება მართოს მისი ნების წინააღმდეგ.ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს ახალგაზრდა გოგონების იოლად მანიპულირება,”-ამბობს აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი, ქეთევან ბერძენიშვილი.