ნამოხვანჰესის მშენებლობის საკითხზე ეკონომიკის მინისტრი
ნათია თურნავა და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოსახლეობას ცაგერის კულტურის სახლში, 12:00 საათზე შეხვდებიან.
შეხვედრაზე არ მივა რიონის ხეობის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც კარვებში ღამეს ათევს და საპროტესტო აქციებს მართავს. მათი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ შეხვედრა დახურული იქნება და მისი გადაღება ნებადართული არ იქნება. ამიტომ, მოსახლეობის ეს ნაწილი შეხვედრაზე შესვლაზე უარს აცხადებს.
“ჩვენთვის შეხვედრის ეს ფორმა მიუღებელია. თვეებია ვიძახით, რომ ესეთი საუბრები საჯაროდ ჩატარდეს. ისევ იგივე ხდება და არ მივიღებთ მონაწილეობას. ისინი უბრალოდ საინფორმაციო ტიპის პიარ კამპანიას ატარებენ. ალბათ, იქ ვინც იქნება ეტყვიან, რომ ჰესი საჭიროა. იქ რაიმე სიღრმისეული განხილვა არ იქნება. ჩვენ ვითხოვთ ჩვენებურად კომუნიკაციას. თუ ამაზე დაგვთანხმდებიან, შეიძლება შეხვედრა, ოღონდ ეს უნდა იყო საჯარო,”-ამბობს მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისათვის” წევრი, ვარლამ გოლეთიანი.
თვეებია, რაც რიონის ხეობის მოსახლეობა კარვებში ღამეს ათევს და ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი მოითხოვენ, რომ მშენებელმა კომპანია “ენკამ” ტერიტორია დატოვოს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე